TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ინტერი კიეზას უფასოდ გაფორმებაზე მუშაობს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის სანდრო საბატინის ინფორმაციით, ინტერს ფედერიკო კიეზას უფასოდ გაფორმება სურს, როდესაც მისი კონტრაქტი იუვენტუსთან ამოიწურება და გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

„კიეზა იუვენტუსს ძალიან უსამართლოდ ექცევა. ბიანკონერიმ მის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადა, ტრავმის შემდეგ კი გუნდი მას გვერდში დაუდგა და მოედანზე დასაბრუნებლად მაქსიმალური კომფორტი შეუქმნა, ახლა კი კიეზა კულისებს მიღმა ინტერთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. მაროტასა და კიეზას შორის ამ თემაზე საუბარი ფედერიკოს ქორწილის დღეს შედგა.“

შეგახსენებთ, კიეზას მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან 2025 წლის ზაფხულში იწურება.