TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ინტერი კიეზას სიტუაციას ყურადღებით აკვირდება…

Corriere della Sera-ს ინფორმაციით, ინტერი ფედერიკო კიეზას მიმართ ინტერესს იჩენს.

წყაროს ცნობით, ნერაძური კიეზას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაფორმებას არ ეცდება, თუმცა თუ იტალიელმა ტურინულ გრანდთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივა და გუნდი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, ნერაძური მის უფასოდ გაფორმებას ეცდება.

გამოცემის ინფორმაციით, ბეპე მაროტასა და კიეზას შორის კონტაქტი უკვე შედგა და ნერაძურიმ თავისი ინტერესი დააფიქსირა, თუმცა ამ მომენტისთვის არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.