TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ინტერი კიეზას გაფორმებას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გეგმავს

იტალიური გამოცემა La Repubblica-ს ინფორმაციით, ინტერი ფედერიკო კიეზას ტრანსფერზე გააქტიურდა და მის გაფორმებას არა მომდევნო ზაფხულში, როდესაც ის თავისუფალი აგენტი იქნება, არამედ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ეცდება.

ტიაგო მოტამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კიეზა გუნდის გეგმებში არ შედის, ამიტომ ტურინული გრანდი მის გაყიდვას საკმაოდ იაფად, დაახლოებით 15-20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გეგმავს.

გამოცემის ინფორმაციით, ბეპე მაროტასა და ფედერიკო კიეზას აგენტს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, თუმცა ნერაძურის პირველ რიგში გუნდიდან მარტინ სატრიანოს ან ხოაკინ კორეას გაშვება მოუწევს.