ინტერი კამბიაზოს ტრანსფერით ინტერესდება
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ინტერი იუვენტუსის ფეხბურთელის ანდრეა კამბიაზოს ტრანსფერით ინტერესდება.
ნერაძური ტრავმირებული დენზელ დუმფრისის შემცვლელის ძიებაშია და წყაროს ცნობით, იანვარში მათი ერთ-ერთი სამიზნე სწორედ კამბიაზო იქნება.
გამოცემის ინფორმაციით, ინტერი კამბიაზოს ტრანსფერში დავიდე ფრატეზის გამოყენებას ეცდებიან, მაგრამ ანდრეა იუვენტუსისთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელია და მისი გაყიდვა არ განიხილება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
