ინტერი ჰოილუნდის ტრანსფერზე მუშაობს, იუვენტუსი დანიელით აღარ ინტერესდება
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი რასმუს ჰოილუნდის ტრანსფერით აღარ ინტერესდება.
წყაროს ცნობით, დანიელი ფორვარდის ტრანსფერზე ამ მომენტისთვის ყველაზე აქტიურად ინტერი მუშაობს, ტურინულ გრანდს კი სხვა პრიორიტეტები აქვს.
გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსის მთავარი სამიზნე ახლა ჯონათან დევიდია და ფეხბურთელის უფასოდ გაფორმებას ცდილობს.