ინტერი ფრატეზის იუვენტუსში გაშვების წინააღმდეგი არ არის
ნიკოლო სკირას შემდეგ, იუვენტუსის ინტერესი დავიდე ფრატეზის მიმართ ტურინულმა გამოცემა Tuttosport-მაც დაადასტურა.
წყაროს ცნობით, იტალიელ ფეხბურთელს ნერაძურის დატოვება იანვარში აქვს გადაწყვეტილი და მისი ერთ-ერთი მთავარი მსურველი სწორედ იუვენტუსია.
გამოცემის ინფორმაციით, ინტერი ფრატეზის იუვენტუსში გაშვების წინააღმდეგი არ იქნება, თუ ბიანკონერი მის სანაცვლოდ 35 მილიონს გადაიხდის.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
