TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ინტერი და იუვე იტალიურ დერბის დიდი პრობლემების ფონზე ხვდებიან

შტუტგარტთან მატჩის შემდეგ, იუვენტუსი იტალიური დერბისთვის მზადებას შეუდგება და ორივე გუნდს სეზონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მატჩში ფონს გასვლა მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემების ფონზე მოუწევს.

ინტერს რომასთან მატჩში ტრავმების გამო ასლანი, ბუჩანანი და ჟელინსკი ვერ დაეხმარნენ, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ კი ნერაძურის ლაზარეთს ჰაკან ჩალჰანოღლუ და ფრანჩესკო აჩერბი შეუერთდნენ.

იუვენტუსი თავის მხრივ ინტერის წინააღმდეგ ბრემერი, გონსალესი, კოპმეიენრსი და მილიკი ვერ დაეხმარებიან.

მაკკენიმ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და სავარაუდოდ ინტერის წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.