TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ინგლისური გუნდები არტურის ტრანსფერზე მუშაობენ

ნიკოლო სკირას ცნობით, რამდენიმე ინგლისური გუნდი იუვენტუსის ნახევარმცველის არტურის მიმართ ინტერესს არ კარგავს.

ბრაზილიელი ფეხბურთელი ბიანკონერის გეგმებში არ შედის და იუვენტუსი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მის 15-20 მილიონად გაყიდვას გეგმავს.

წყაროს ინფორმაციით, ინგლისელებს ამ თანხის გადახდის პრობლემა არ ექნებათ, მაგრამ პრობლემა არტურის ხელფასია. 27 წლის ფეხბურთელი სეზონში 6 მილიონ ევროს იღებს და ინგლისში გადასვლის სანაცვლოდ მას ხელფასის საგრძNობლად შემცირება მოუწევს.