TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ილდისმა გუნდს აცნობა, რომ იუვე დატოვებას არ აპირებს

იტალიური გამოცემა La Stampa-ს ინფორმაციით, კენან ილდისმა იუვენტუსის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ მის მიმართ არსებული ინტერესის მიუხედავად, ის ტურინული გრანდის დატოვებას არ აპირებს.

წყაროს ცნობით, თურქი ტალანტის გაყიდვა არც იუვენტუსის გეგმებში შედის. ილდისის შესაძლო გაყიდვას ვეტო პირადად ჯონ ელკანმა დაადო და კენანი ბიანკონერის პროექტის ცენტრალურ ფიგურად მოიაზრება.

გამოცემის ინფორმაციით, ილდისი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის რიგებში ერთადერთი ხელშეუხებელი ფეხბურთელი იქნება.

error: დაცული კონტენტი !