TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ილდისი ხელფასის 10-ჯერ გაზრდას ითხოვს…

იუვენტუსსა და კენან ილდისის წარმომადგენლებს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა ჯერჯერობით მხარეებს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება.

ილდისის მიმდინარე კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულში იწურება და მისი წლიური გასამრჯელო სეზონში 300,000 ევრო გახლავთ.

ტურინულ გრანდს თურქი ტალანტის ხელშეკრულების 2029 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივება სურს და მას წლიური გასამრჯელოს 1 მილიონ ევრომდე გაზრდას სთავაზობს, თუმცა თურქი ფეხბურთელის მამა, ვინც მისი აგენტი გახლავთ, ანაზღაურების 3 მილიონამდე გაზრდას ითხოვს…