TuttoJuve

Juve per sempre sarà

ილდისმა მსურველებს უარი უთხრა და იუვენტუსში დიდი ხანი დარჩენა უნდა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მატეო მორეტოს ინფორმაციით, კენან ილდისის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი იჩენს, მაგრამ თურქი ტალანტი მათთან მოლაპარაკებების გამართვაზეც კი უარს ამბობს.

წყაროს ცნობით, კენანს იუვენტუსში დიდი ხნით დარჩენა უნდა და ბიანკონერის რიგების დატოვებას არც კი განიხილავს.

იუვენტუსი ილდისის ახალ კონტრაქტზე მუშაობას უკვე შეუდგა, რომლის მიხედვითაც კენანი გუნდში 2031 წლამდე დარჩება და მისი გასამრჯელო სეზონში 4.5 მილიონამდე გაიზრდება.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !