ილდისის ტრანსფერით სიტიც ინტერესდება
ბრიტანული გამოცემა Caught Offside-ს ინფორმაციით, ჩელსისა და ლივერპულის შემდეგ, იუვენტუსის ტალანტის კენან ილდისის მიმართ ინტერესი მანჩესტერ სიტიმაც გამოთქვა.
წყაროს ცნობით, თუ იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, გუნდს ფინანსური სირთულეების გამო თურქი ტალანტის გაყიდვა მოუწევს და მისი ერთ-ერთი მსურველი სწორედ პეპ გუარდიოლას გუნდი მანჩესტერ სიტი იქნება.
გამოცემის ინფორმაციით, ილდისის გაფორმება ნებისმიერ მსურველს მინიმუმ 80-90 მილიონი ევრო დაუჯდება.