ილდისის ტრანსფერით 5 ინგლისური გრანდი ინტერესდება…
იუვენტუსის თურქი ტალანტის კენან ილდისის მიმართ ინტერეს დღითი დღე იზრდება.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ილდისის სიტუაციას მანჩესტერული გუნდები, ასევე არსენალი, ლივერპული და ჩელსი აკვირდებიან, რომელთათვის 80-90 მილიონი ევროს გადახდა პრობლემა არ იქნება.
წყაროს ცნობით, ილდისის გაყიდვა დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, გავა თუ არა იუვე ჩემპიონთა ლიგაზე, თუმცა მისი გაშვება არც ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში იქნება გამორიცხული, თუ გუნდი შესაბამის წინადადებას მიიღებს.