ილდისის ნეგატიური სტარტი სერია ა-ში…
იუვენტუსის ტალანტს კენან ილდისს ბოლო პერიოდში კრიტიკოსები მოუმრავლდნენ და მათ კრიტიკას სტატისტკიაც ამყარებს.
სტატისტიკური გამოცემა Kickest-ის ცნობით, ილდისმა მიმდინარე სეზონში სერია ა-ს 8 ტურში მეტოქე კარის მიმართულებით ზუსტი დარტყმა მხოლოდ 3-ჯერ განახორციელა, ბოლო 2 შეხვედრაში კი თურქს კარის მიმართულებით დარტყმა სულ არ უცდია.
იტალიურ მედიაში უკვე ალაპარაკდნენ, რომ მოტა ილდისის მარცხენა ფლანგზე თამაშით კმაყოფილი არ არის და მის ათიანის პოზიციაზე გადაყვანას სერიოზულად განიხილავს…