ილდისი:“ ტუდორი შესანიშნავი მწვრთნელი და ადამიანია“
იუვენტუსის ტალანტმა კენან ილდისმა თურქულ მედიასთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„სეზონის დასასრული იუვენტუსში ? ჩვენ რთული სეზონი გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვეთ. ჩვენ იუვენტუსი ვართ და ვალდებულები ვართ, საუკეთესო ტურნირებზე ვითამაშოთ.
„ტუდორი ? ის დიდებული მწვრთნელი და ადამიანია. ის მე ძალიან დამეხმარა და მიხარია, რომ იგორთან ერთად მუშაობის საშუალება მაქვს.“