ილდისი:“ იუვენტუსის წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ…“
იუვენტუსის ტალანტმა კენან ილდისმა La Stampa-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„სადებიუტო მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე ? გამარჯვების გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ ამ შეხვედრისთვის კარგად მოვემზადეთ და მნიშვნელოვანი ქულები მოვიპოვეთ, ახლა კი მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ.
„საყვარელი პოზიცია ? მე ვთამაშობ იქ, სადაც მწვრთნელი მიმითითებს და გუნდს დავჭირდები. ჩემი დღევანდელი როლით ძალიან კმაყოფილი ვარ.
„გოლი ? მე გოლის გატანა და გუნდის დახმარება ყველა მატჩში მინდა, ამიტომ ალ-აინის კარში გოლის გამო ბენდიერი ვარ.
„წნეხი ? წნეხი არსებობს, რადგან ჩემგან ყოველთვის ბევრს ელოდებიან, მაგრამ მე ამის წინააღმდეგი არ ვარ. საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ და გუნდის წარმატებისთვის ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები.
„მსოფლიო ჩემპიონატი ? დიდებული ტურნირი, სადაც ჩვენი შესაძლებლობების წარმოჩენის კარგი შესაძლებლობა გვაქვს. აქ ყოფნისა და საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ თამაშის გამო ბედნიერი ვარ.“
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)