ილდისი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს
როგორც მოსალოდნელი იყო, კენან ილდისი დღეს გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობდა და ის მომდევნო მატჩში იუვენტუსს ვერ დაეხმარება.
თურქმა ფეხბურთელმა ადუქტორის კუნთის ტრავმა პარმასთან მატჩის შემდეგ მიიღო და საბედნიეროდ, მისი დაზიანება სერიოზული არ არის, თუმცა ილდისს იტალიის თასზე ატალანტასთან წინააღმდეგ მატჩის გამოტოვება მოუწევს.
სამედიცინო შტაბი ილდისის სიტუაციას აქტიურად აკვირდება და არ არის გამორიცხული, თავის დაზღვევის მიზნით მან ვერც ლაციოს წინააღმდეგ ითამაშოს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
