ილდისი:“ იუვენტუსისთვის ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები და იმედი მაქვს, ამას კიდევ დიდი ხანი გავაკეთებ“
კენან ილდისმა, ვინც კიდევ ერთი დიდებული მატჩი ჩაატარა და მატჩის MVP გახდა, ინტერთან შეხვედრა შეაფასა.
„მინდა პირველ რიგში ქომაგებს, სტაფს, მწვრთნელს მადლობა გადავუხადო. ამ დერბიში თამაში ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო და ბედნიერი ვარ, რომ გუნდის დახმარება შევძელი. მე იუვენტუსისთვის ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები და იმედი მაქვს, ამის გაკეთებას კიდევ ბევრი წელი შევძლებ.
„შეგვიძლია თუ არა ამბიციურ მიზნებზე ოცნება ? რა თქმა უნდა. ჩვენ ჯერ სეზონის სტარტზე ვართ და ახლა საბოლოო შედეგებზე ფიქრის დრო არ არის, მაგრამ გვჯერა, რომ ეს ძალიან კარგი სეზონი იქნება.“
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
