TuttoJuve

Juve per sempre sarà

ილდისი იუვენტუსში ერთადერთი ხელშეუხებელი ფეხბურთელია

იტალიური გამოცემა Sportal.it-ის ინფორმაციით, იუვენტუსის რიგებში ზაფხულში სერიოზული ცვლილებები იგეგმება, რომელიც როგორც გუნდის ხელმძღვანელობას, ასევე შემადგენლობას შეეხება.

წყაროს ცნობით, ჩაგდებული სეზონის ფონზე, ტურინული გრანდის რიგებში ერთადერთი ხელშეუხებელი ფეხბურთელი კენან ილდისია, მის სანაცვლოდ მიღებული არანაირი წინადადება არ განიხილება.

გამოცემის ინფორმაციით, სხვა ნებისმიერი ფეხბურთელის გუნდში დარჩენა გარანტირებული არ არის. თუ ლუჩიანო სპალეტი ტურინული გრანდის სათავეში დარჩა, გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაზე მისი აზრი გადამწყვეტი იქნება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)