ილდისი:“ ჩვენ შესანიშნავი თამაში გვქონდა და სიამოვნება მივიღეთ“
კენან ილდისმა ნაპოლისთან მატჩი შეაფასა.
„რას ნიშნავს ეს გამარჯვება ? ამას ვერ გეტყვით. ჩვენ დღეს შესანიშნავად ვითამაშეთ და ამით სიამოვნება მივიღეთ, გუნდმა თავი კარგად წარმოაჩინა და ქომაგების ენერგია უბრალოდ წარმოუდგენელი იყო.
„გოლები და ასისტები ? ამის გამო ბედნიერი ვარ, მე თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის წარმატებაა და მიხარია, რომ იუვენტუსის გამარჯვებაში ჩემი წვლილი შემაქვს.
„იუვენტუსი ერთ დიდ ოჯახს ჰგავს ? როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ერთად ყოფნა და თამაში გვსიამოვნებს. დღეს ჩვენს ქომაგებთან ერთად ძალიან კარგი საღამო გვქონდა და იმედი მაქვს, წინ კიდევ ბევრი წარმატება გველოდება.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
