ილდისი:“ ჩემი ოცნება კარიერის ბოლომდე იუვენტუსში თამაშია“
იუვენტუსის ფეხბურთელმა კენან ილდისმა DAZN-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„მსოფლიო ჩემპიონატი ? ჩვენ კარგი სტარტი ავიღეთ, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. მიხარია, რომ გოლების გატანას და გუნდის დახმარებას ვახერხებ, ეს ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა და მათ მადლობას ვუხდი.
„ველოდებოდით თუ არა ჩემპიონატის ასეთ კარგ სტარტს ? დიახ, ჩვენ საკუთარი შესაძლებლობების გვწამს და ვიცოდით, რომ ამ ტურნირზე თავის წარმოჩენას შევძლებდით.
„რა ასპექტში უნდა მოვუმატო ? მე განვითარებაზე ყოველთვის ბევრს ვმუშაობ, ახლა ფიზიკურად უფრო ძლიერი ვარ, თუმცა ვიცი, რომ ეს საკმარისი არ არის. ტუდორი ყოველთვის ბევრს მეხმარება და საჭირო რჩევებს მაძლევს.
„10-ნომრიანი მაისურის წნეხი ? ამ ნომრის ტარება ჩემთვის უდიდესი პატივია, ამ მაისურს ყველასთვის თანაბარი წონა აქვს, ნომრის მიუხედავად. თითოეულ ჩვენგანს მოედანზე გასვლა და გამარჯვებისთვის ბრძოლა გვინდა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
„ჩემი პოზიცია ? სეზონის სტარტზე მე სხვა პოზიციაზე ვთამაშობდი, ახლა კი მეტოქე გუნდის კარებთან უფრო ახლოს ვარ, რაც ძალიან მომწონს. საბოლოო ჯამში ვითამაშებ იქ, სადაც მწვრთნელი მიმითითებს.
„ჩემი მომავალი ? ფეხბურთში წინასწარ რაიმეს თქმა შეუძლებელია, მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ აქ უბენდიერესი ვარ და ჩემი ოცნება კარიერის ბოლომდე იუვენტუსის მაისურის ტარებაა.“
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
