TuttoJuve

Juve per sempre sarà

ილდისი:“ ბერნაბეუზე შესანიშნავი მატჩი გველოდება, შედარება დელ პიეროსთან ?…“

იუვენტუსის ფეხბურთელმა კენან ილდისმა UEFA-სთან რეალთან მოახლოებულ მატჩსა და სხვა თემებზე ისაუბრა.

„იუვენტუსის 10-ნომრიანი მაისური ? თავიდან ეს დიდი წნეხი იყო, არ ვიცოდი, შევძლებდი თუ არა იმ მოლოდინების გამართლებას, რომელიც ამ მაისურს ახლავს თან, თუმცა შემდეგ უფრო გამიმარტივდა, რადგან მოედანზე მე ვთამაშობ და არა მაისური. მოედანზე მე ყოველთვის ვიხარჯები და ვფიქრობ, ჯერჯერობით თავი კარგად წარმოვაჩინე, მე ასე გაგრძელება მინდა.

„ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტი ? ეს ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა, მაგრამ მე სხვებთან შედარება არ მიყვარს, საკუთარ თავსა და გუნდზე ვარ კონცენტრირებული და ვცდილობ, განვითარება გავაგრძელო.

„მატჩი ბერნაბეუზე ? ამ სტადიონზე თამაში ყველა ბავშვის ოცნებაა, ბერნაბეუ მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი და დიდი ისტორიის მქონე სტადიონია, რეალის წინააღმდეგ თამაში კი შესანიშნავი გამოცდილება. იმედი მაქვს, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება.

„დელ პიეროს დუბლი და ოვაციები ბერნაბეუზე ? იუვენტუსის 10 ნომრით თამაში ნებისმიერი ბავშვის ოცნებაა და ახლა მე ამის პატივი მაქვს, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, მე ჩემი თავის სხვებთან შედარება არ მიყვარს. დელ პიერო ნამდვილი ლეგენდაა, მას კარიერა დასრულებული აქვს, მე კი ყველაფერს ახლა ვიწყებ და ჩემი ისტორიის დაწრა მსურს. დელ პიერო არის ფეხბურთელი, რომელიც ჩემი ერთ-ერთი კუმირი იყო და ვამაყობ, რომ ახლა ამ გუნდის და ამ მაისურის ტარების პატივი მაქვს.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

194 views
error: დაცული კონტენტი !