TuttoJuve

Juve per sempre sarà

ილდისი ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არის

ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ინფორაციით, კენან ილდისი უახლოეს კვირებში იუვენტუსთან ახალ კონტრაქტს ოფიციალურად მოაწერს ხელს.

წყაროს ცნობით, თურქი ფეხბურთლი იუვენტუსთან ხელშეკრულებას 2031 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს და მისი გასამრჯელო 6 მილიონ ევრომდე გაიზრდება, რაც მას დუშან ვლაჰოვიჩის გუნდიდან წასვლის შემდეგ ტურინული გრანდის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს.

ილდისის მიმართ ინტერესს არაერტი ევროპული გრანდი იჩენს, მაგრამ ფეხბურთელის პრიორიტეტი იუვენტუსში დარჩენა და ახალი კონტრაქტის გაფორმებაა.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !