TuttoJuve

Juve per sempre sarà

ილდისი იუვენტუსთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს არის

ესპანური და ინგლისური გრანდების ინტერესის ზრდის ფონზე, იუვენტუსი კენან ილდისის ახალი კონტრაქტის თაობაზე მუშაობას უფრო აქტიურად შეუდგა.

Sportitalia-ს ცნობით, დამიენ კომოლი თურქი ფეხბურთელის აგენტს მადრიდიდან დაბრუნების შემდეგ შეხვდა და მხარეები საბოლოო შეთანხმებასთან ახლოს არიან.

მოსალოდნელია, რომ თურქი ახალ კონტრაქტს უახლოეს კვირებში გააფორმებს. მისი ახალი ხელშეკრულება 2030 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი, მისი წლიური გასამრჯელო 1.5 მილიონიდან 5-5.5 მილიონამდე გაიზრდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

216 views
error: დაცული კონტენტი !