TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იანსენი:“ კოპმეიენრსი თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა“

ტეუნ კოპმეინერსის ყოფილმა მწვრთნელმა პასკალ იანსენმა, ვინც ახლა ფერენცვაროშს უდგას სათავეში, იუვენტუსში ნიდერლანდელის ტრანსფერი შეაფასა.

„3-თვიანი ლოდინი კოპმეინერსის გასაფორმებლად ? ლოდინი ნამდვილად ღირდა, რადგან იუვენტუსი ტეუნის ხარისხს კარგად ხედავს. ის გამორჩეული ფეხბურთელია, რაც სერია ა-ში გადასვლის დღიდან არაერთხელ დაამტკიცა. კოპმეიენრსი დღეისათვის თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

„გასული კვირები მისთვის მარტივი არ ყოფილა, თუმცა ტეუნს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ეს მას კიდევ უფრო ძლიერსა და მოტივირებულს გახდის.

„იუვენტუსი დიდებული გუნდია, შესანიშნავი ისტორიით და მე დარწმუნებული ვარ, გუნდის ახალი ციკლის ერთ-ერთი წამყვანი სახე სწორედ კოპმეინერსი გახდება.“