ჰოლმი, კაბალი, კოსტიჩი და მარიო ზაფხულში გუნდს დატოვებენ
იუვენტუსი სეზონის ბოლოს დაცვაში სერიოზული ცვლილებების განხორციელებას გეგმავს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ხუან კაბალი, ემილ ჰოლმი, ჟოაუ მარიო და ფილიპ კოსტიჩი ლუჩიანო სპალეტის გეგმებში არ შედიან და ისინი ზაფხულში ტურინს საბოლოოდ დაემშვიდობებიან.
იუვენტუსი მათ შემცვლელების ძიებას აქტიურად აგრძელებს. ტურინული გრანდი რაფაელ გერეიროს, ოსკარ მინგეზას, ბროკ ნორტონ-კაფის, მაქსი არაუხოს და ზეკი ჩელიკის მიმართ იჩენს ინტერესს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
