ჰიულმანდისთვის იუვენტუსი და მანჩესტერი იბრძოლებენ
სპორტინგის კაპიტანი მორტენ ჰიულმანდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის პრიორიტეტული სამიზნე იქნება, თუმცა იუვენტუსს მის გასაფორმებლად ბევრი მუშაობა მოუწევს.
ლუჩიანო სპალეტის მოთხოვნით, იუვენტუსი იანვარში ნახევარდაცვის გაძლიერებას აპირებს. სპალეტი პლე-მეიკერის გაფორმებას ითხოვს და Tuttosport-ის ცნობით, დამიენ კომოლის ჰიულმანდი გუნდის გასაძლიერბელად იდეალურ კანდიდატად მიაჩნია.
წყაროს ინფორმაციით, სპორტინგი 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 45-50 მილიონს ითხოვს, ამას კი მანჩესტერ იუნაიტედის მხრიდან არსებული კონკურენციაც ემატება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
