TuttoJuve

Juve per sempre sarà

ჰიულმანდი იუვენტუსის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ რჩება

სპორტინგის ნახევარმცველი მორტენ ჰიულმანდი იუვენტუსის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სატრანსფერო სამიზნედ რჩება.

ტურინული გრანდი 26 წლის დანიელის გაფორმებას გასულ ზაფხულსაც ცდილობდა და ბიანკონერი მას სეზონის ბოლოს დაუბრუნდება.

პრობლემა სპორტინგის მიერ მოთხოვნილი თანხაა. ჰიულმანდის გამოსასყიდი პუნქტის მიხედვით, მისი გაფორმება ნებისმიერ გუნდს 65 მილიონის გადახდის შემთხვევაში შეეძლება, რისი გადახდაც ფინანსური Fair Play-ს გამო ფეხბურთელების გაყიდვის გარეშე შეუძლებელი იქნება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !