ჰეისენისთვის ერთდროულად 3 გერმანული გუნდი იბრძვის
პრემიერ ლიგის შემდეგ, იუვენტუსის ტალანტს დინ ჰეისენს მსურველები გერმანიაში მოუმრავლდნენ.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ჰეისენის მიმართ ინტერესს შტუტგარტი, ბაიერნი და ლევერკუზენი იჩენენ.
ბიანკონერის პოზიცია ჰეისენის მიმართ არ შეცვლილა, ის გუნდს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე 30 მილიონ ევროს გადაიხდის.