ჰეისენის ტრანსფერით ინგლისური გრანდი ინტერესდება
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის ტალანტის დინ ჰეისენის გაფორმების სურვილი ლივერპულმაც გამოთქვა.
ტურინული გრანდი დინ ჰეისენის გაყიდვასა და მის სანაცვლოდ მიღებული თანხით ჟან-კლერ ტოდიბოს გაფორმებას გეგმავს, ამიტომ დინის გაშვება მაქსიმალურად მოკლე დროში სურს.
ესპანელ ტალანტს მსურველები არ აკლია და მათ სიას ლივერპულიც შეუერთდა, რომლისთვისაც მოთხოვნილი 25-30 მილიონი ევროს გადახდა პრობლემა არ იქნება.