TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჰასა კარიერას პალერმოში გააგრძელებს

იუვენტუსის ტალანტი ლუის ჰასა კარიერას პალერმოს რიგებში გააგრძელებს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, 20 წლის ტალანტი სიცილიურ გუნდს 4 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება, რასაც მომავალში მისი გაყიდვის შემთხვევაში 20-25 პროცენტი დაემატება.

ჯერჯერობით უცნობია, ჩაიდება თუ არა მის კონტრაქტში პუნქტი, რომელიც იუვენტუსს მომავალში ფეხბურთელის უკან გამოსყიდვის საშუალებას მისცემს.