ჰანცკოს იუვენტუსში ტრანსფერი გადაწყვეტილია
Tuttosport-ის ინფორმაციით, ფეიენორდსა და იუვენტუსს შორის დავიდ ჰანცკოს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი სლოვაკი მცველის სანაცვლოდ ნიდერლანდელებს დაახლოებით 25 მილიონ ევროს გადაუხდის.
ჰანცკო იუვენტუსთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი გასამრჯელო სეზონში 2.5 მილიონი ევრო იქნება, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.