TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გუდმუნდსონს ფლორენციაში ხვალ ელოდებიან, შემდეგ გონსალესი იუვენტუსში გადაბარგდება

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ფიორენტინა და ჯენოა ალბერტ გუდმუნდსონის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმდნენ.

წყაროს ცნობით, ფლორენციელები ისლანდიელ ფეხბურთელს იჯარით გაიფორმებენ, მისი გამოსყიდვის ვალდებულებით და საერთო ჯამში 25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

გუდმუნდსონის ფიორენტინაში მისვლა ნიკო გონსალესის იუვენტუსში ტრანსფერს განბლოკავს. როკო კომისოს წინააღმდეგობის მიუხედავად, ფეხბურთელს ტურინში გადასვლა სურს და როგორც ჩანს, ფიორენტინა მის გაშვებას დათანხმდება.