TuttoJuve

Juve per sempre sarà

გუდმუნდსონის სიტუაცია იუვენტუსში გონსალესის ტრანსფერს ბლოკავს

იუვენტუსსა და ფიორენტინას შორის ნიკო გონსალესის ტრანსფერზე ყველა დეტალი შეთანხმებულია, თუმცა ფლორენციელები არგენტინელს იქამდე არ გაუშვებენ, სანამ მის შემცვლელს არ გაიფორმებენ.

ფიორენტინას პრიორიტეტული სამიზნე ჯენოას ალბერტ გუდმუნდსონია, გუნდებს შორის ტრანსფერზე შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა პრობლემა ამ შემთხვევაშიც მისი შემცვლელის გაფორმებაა.

გენუელები ისლანდიელი ფეხბურთელის შემცვლელს აქტიურად ეძებენ, რის შემდეგაც გონსალესის იუვენტუსში ტრანსფერი განიბლოკება.

28 views
error: დაცული კონტენტი !