TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გრაციანი:“ იუვეს კარგი სტარტი აქვს, მაგრამ გუნდი მეტად სტაბილური უნდა იყოს“

ფრანჩესკო ‘ჩიკო’ გრაციანიმ იუვენტუსში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

„ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების ფონზე, იუვენტუსმა სეზონის კარგი სტარტი აიღო, თუმცა გუნდმა სტაბილურობა უნდა მოიპოვოს და ქულების განიავებას მოუკლოს.

„ტიაგო მოტას ძალიან ახალგაზრდული, პერსპექტიული გუნდი ჰყავს და ჩვენ მათ დრო უნდა მივცეთ, კარგი და ცუდი პერიოდები განვითარების განუყოფელი ნაწილია, თუმცა იუვენტუსში ბევრ დროს არავინ მოგცემს.

„ვფიქრობ, ტორინოს წინააღმდეგ ტიაგო მოტას საუკეთესო იუვენტუსი ვნახეთ, მათ შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვეს, თუმცა ეს ბიანკონერის მაქსიმუმი არ არის.“