TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გონსალესთან ერთად, იუვე სანჩო-კონსეისაუდან ერთ-ერთის გაფორმებას გეგმავს

ალფრედო პედულას ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ 2 ვინგერის გაფორმება სურს.

ერთ-ერთი მათგანი ნიკო გონსალესია, ფიორენტინასთან არგენტინელი ფეხბურთელის თაობაზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და დიდი ალბათობით მხარეებს შორის შეთანხმება უახლოეს დღეებში მოხდება.

მეორე შემტევი ბიანკონერის მხოლოდ მას შემდეგ შეუერთდება, როდესაც გუნდს ფედერიკო კიეზა დატოვებს. იუვენტუსი ამ მომენტისთვის მანჩესტერის ჯეიდონ სანჩოსა და პორტუს ფრანცისკო კონსეისაუს განიხილავს, თუმცა ფინანსური სიტუაციის ფონზე მეორე უფრო რეალური კანდიდატურაა.