გონსალესს იუვენტუსის დატოვება უნდა
ნიკო გონსალესი სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს იუვენტუსის დატოვების იმედს არ კარგავს.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, არგენტინელ ფეხბურთელს მარჯვენა ლატერალეს პოზიციაზე თამაში არ სურს, ამიტომ იუვენტუსის დატოვებისა და კარიერის ატლეტიკოში გაგრძელების იმედი აქვს.
წყაროს ინფორმაციით, ესპანური გრანდი არგენტინელის თაობაზე უახლოეს საათებში იუვენტუსს კიდევ ერთი წინადადებით მიმართავს. ტურინული გრანდი ფეხბურთელის იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუ სეზონის ბოლოს მისი 25-30 მილიონად გამოსყიდვა სავალდებულო იქნება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
