გონსალესს ატლეტიკოში დარჩენამდე 12 მატჩი აშორებს
ნიკო გონსალესის ატლეტიკოში საბოლოოდ ტრანსფერის შანსი სულ უფრო იზრდება.
არგენტინელი ფეხბურთელი ესპანური გრანდის რიგებში იჯარის წესით ასპარეზობს, მისი შემდგომში 34 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც მატჩების გარკვეული რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.
გონსალესმა მიმდინარე სეზონში ატლეტიკოს მაისურით მოედანზე მინიმუმ 45 წუთი კიდევ 12 შეხვედრაში უნდა გაატაროს, რის შემდეგაც მისი გამოსყიდვა სავალდებულო იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
