TuttoJuve

Juve per sempre sarà

გონსალესს 4-5 კვირა გაუცდება

იუვენტუსის საკუთრებაში მყოფი ნიკო გონსალესი ტრავმირებულია და მას 4-5 კვირა გაუცდება.

არგენტინელი ფეხბურთელი ატლეტიკოში არენდით ასპარეზობს, მისი შემდგომში 33 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც იმ შემთხვევაში, თუ ნიკო მინიმუმ 25 მატჩში მოედანზე 45 წუთს გაატარებს სავალდებულო გახდება.

გონსალესი ესპანური გრანდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და დიდი ალბათობით ტრავმის მიუხედავად მადრიდელები მის გამოსყიდვას გადაწყვეტენ.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !