TuttoJuve

Juve per sempre sarà

გონსალესმა შესაძლოა ლეჩესთან მატჩიც გამოტოვოს

იუვენტუსის ვინგერი ნიკო გონსალესი გუნდს ვერც მილანისა და ასტონ ვილას წინააღმდეგ მატჩებში დაეხმარება და მას დიდი ალბათობით ლეჩესთან მოახლოებული შეხვედრაც გაუცდება.

გონსალესმა კუნთის ტრავმის გამო უკვე 9 შეხვედრა გამოტოვა და ჯერჯერობით უცნობია, როდის დაბრუნდება არგენტინელი ფეხბურთელი ტიაგო მოტას განკარგულებაში.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, გონსალესს კუნთის ტრავმა აღარ აწუხებს, თუმცა იუვენტუსის სამედიცინო შტაბი მისი ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე მუშაობს, რაც მომავალში ფეხბურთელის ტრავმების ალბათობას შეამცირებს.

error: დაცული კონტენტი !