გონსალესის ტრანსფერით ატალანტაც დაინტერესდა
არაბული გუნდებისა და ინტერის შემდეგ, ნიკო გონსალესის მიმართ ინტერესი ატალანტამაც დააფიქსირა.
ალფრედო პედულას ინფორმაციით, ბერგამოელები ადემოლა ლუკმანის პოტენციური შემცვლელის ძიებაში არიან და მათი ერთ-ერთი სამიზნე სწორედ არგენტინელი ფეხბურთელი გახლავთ.
გონსალესი იუვენტუსის გეგმებში აღარ შედის და ბიანკონერის მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევროს მიღება უნდა.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                