TuttoJuve

Juve per sempre sarà

გონსალესის ატლეტიკოში ტრანსფერის დეტალები ცნობილია

როგორც უკვე მოგახსენეთ, იუვენტუსი და ატლეტიკო ნიკო გონსალესის ტრანსფერზე შეთანხმდნენ.

არგენტინელი ფეხბურთელი ესპანურ გრანდს 1-წლიანი იჯარით შეუერთდებამ მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული პუნქტების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.

ნიკოლო სკირას ცნობით, იუვენტუსი გონსალესის სანაცვლოდ საერთო ჯამში დაახლოებით 23-24 მილიონ ევროს მიიღებს.

წყაროს ცნობით, ატლეტიკო ფინანსური Fair Play-ს გამო ტრანსფერზე საბოლოო მწვანე შუქს ლა ლიგას წარმომადგენლებისგან ელოდება, რის შემდეგაც გონსალესი მადრიდში გაემგზავრება და ატლეტიკოს ოფიციალურად შეუერთდება.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !