გონსალესი:“ იუვენტუსში საკუთარ თავს არ ვგავდი, ატლეტიკოში ბედნიერი ვარ“
ატლეტიკოში იჯარით გადასულმა ნიკო გონსალესმა, ვინც ესპანურ გრანდში შესანიშნავად გამოიყურება და მისი მადრიდში დარჩენის შანსი დღითი დღე იზრდება, კომენტარი გააკეთა.
„ვცდილობ დავბრუნდე იმ დონეზე, რომელზეც ფიორენტინაში თამაშის დროს ვიყავი. სიმეონე მე მენდობა და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მე მოედანზე ჩემი შესაძლებლობების წარმოჩენაში მეხმარება.
„იუვენტუსი ? მე არ მინდა იმაზე საუბარი, თუ რამ არ იმუშვა იუვენტუსში. უბრალოდ ვიტყვი იმას, რომ იქ საკუთარ თავს არ ვგავდი, მაგრამ ეს ფეხბურთია და სიტუაცია შესაძლოა ძალიან მარტივად შეიცვალოს, ახლა ბედნიერი ვარ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
