TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი და ფიორენტინა გონსალესის ტრანსფერის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი და ფიორენტინა არგენტინელი გარემარბის ნიკო გონსალესის ტრანსფერზე საბოლოოდ შეთანხმდნენ.

წყაროს ცნობით, 26 წლის ფეხბურთელი ტურინულ გრანდს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით, საერთო ჯამში ბიანკონერის ფეხბურთელის გაფორმება 30 მილიონი ევრო დაუჯდება.

გონსალესი ტურინში დიდი ალბათობით უახლოეს საათებში ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მისი გასამრჯელო სეზონში 3.5 მილიონი ევრო იქნება.