TuttoJuve

Juve per sempre sarà

გონსალესი იუვენტუსს დაუბრუნდა

იუვენტუსის მცველი ფაკუნდო გონსალესი ტურინში დაბრუნდა და გუნდთან ერთად ვარჯიშის განახლებისთვის მზად არის.

21 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი ფეიენორდის რიგებში იჯარის წესით გაატარა, თუმცა ნიდერლანდელთა რიგებში თავი ვერ დაიმკვიდრა და მოედანზე სულ 269 წუთი დაყო.

არ არის გამორიცხული, იუვენტუსმა გონსალესი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის განაცხადში შეიყვანოს, თუმცა უფრო რეალური მისი საბოლოოდ გაყიდვაა.

55 views
error: დაცული კონტენტი !