გონსალესი იუვენტუსს დატოვებს
რომეო აგრესტის ინფორმაციით, იუვენტუსმა ნიკო გონსალესის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდის ხელმძღვანელობა არგენტინელის თამაშით უკმაყოფილოა და ის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ბიანკონერის რიგებს დატოვებს.
გონსალესს მსურველები როგორც ევროპაში, ასევე არაბულ ლიგებში ჰყავს. ბიანკონერი მის სანაცვლოდ 30-35 მილიონი ევროს გამომუშავებას იმედოვნებს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)