გონსალესი იუვენტუსის გეგმებში აღარ შედის
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტისა და იუვენტუსის ინსაიდერის რომეო აგრესტის ინფორმაციით, ნიკო გონსალესი ტურინულ გრანდს დატოვებს.
წყაროს ცნობით, არგენტინელმა ფეხბურთელმა იუვენტუსის იმედები ვერ გაამართლა და ბიანკონერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მის გაყიდვას გეგმავს.
ბიანკონერი გონსალესის სანაცვლოდ 30-35 მილიონის გამომუშავებას ეცდება, თუმცა ეს მარტივი არ იქნება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
