TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გონსალესი ინტერთან მატჩსაც გამოტოვებს…

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნიკო გონსალესის სარეაბილიტაციო პროცესი არც თუ ისე კარგად ვითარდება, ამიტომ არგენტინელის მოედანზე დაბრუნება გადაიდო.

გონსალესმა კუნთის ტრავმა ჩემპიონთა ლიგაზე ლაიფციგთან მატჩის მსვლელობისას მიიღო და მისი დაბრუნება ინტერთან შეხვედრაში იგეგმებოდა, თუმცა ფაბიანა დელა ვალეს ინფორმაციით, არგენტინელი იტალიურ დერბიში თამაშს ვერ შეძლებს.

წყაროს ცნობით, გონსალესი ტიაგო მოტას განკარგულებაში პარმასთან ან უდინეზესთან მატჩებში დაბრუნდება.