გონსალესი არაბულ გუნდში ტრანსფერთან ახლოს არის
Tuttosport-ის ინფორმაციით, არაბული ალ-ვასლი იუვენტუსის მცველის ფაკუნდო გონსალესის ტრანსფერზე მუშაობს.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი ურუგვაელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს ითხოვს და არაბები ამ თანხის გადახდის წინააღმდეგები არ არიან.
გამოცემის ინფორმაციით, თუ ფეხბურთელმა არაბეთში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა, ტრანსფერი უახლოეს პერიოდში დაიხურება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                