Gazzetta: კონტეს ბოლო მატჩი ნაპოლიში, იუვნეტუსის ლეგენდა ტურინში ბრუნდება
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, დღეს ანტონიო კონტე ნაპოლის მთავარი მწვრთნელის ამპლუაში ბოლო მატჩს გამართავს.
წყაროს ცნობით, კონტეს ნაპოლიდან წასვლა და ტურინში დაბრუნება უკვე გადაწყვეტილია, რაც დიდი ალბათობით მომდევნო კვირაში დადასტურდება.
კონტემ იუვენტუსის რიგებში ფეხბურთელის ამპლუაში 13 წელი გაატარა და ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, 2011 წელს კი გუნდის მწვრთნელი გახდა, ზედიზედ 3 სკუდეტო მოიგო და იუვენტუსის 9-წლიან დომინაციას ჩაუყარა საფუძველი.

 
                 
                 
                